სიახლეები

თარიღი :2016-06-24

დეველოპერული კომპანია ,,სვეტის“ პირველი საერთაშორისო აღიარება- EBA Award



2016 წლის 23 მარტს, ევროპის ბინზეს ასამბლეის ფორუმზე, რომელიც დიდ ბრიტანეთში, ლონდონში გაიმართა, დეველოპერულ კომპანია ,,სვეტს“ გადაეცა ლიცენზია, ხარისხის სტანდარტის სიგელი და EBA-ს დროშა, როგორც აღნიშნული ორგანიზაციის ლიცენზირებულ წევრს. ევროპის ბიზნეს ასამბლეა (European Business Assembly) არის საერთაშორისო აღიარების მქონე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა დიდ ბრიტანეთში, ოქსფორდში . იგი ყოველწლიურად მართავს მგავს ფორუმებს, სადაც ევროპის როგორც დამწყებ, ასევე წარმატებულ ბიზნეს ორგანზაციებს უწევს ლობირებას.

ჩვენი კომპანია აღნიშნულ ასამბლეაზე პირველად წარსდგა და დაჯილდოვდა როგორც საუკეთესო პროდუქტების, ტექნოლოგიების და სერვისების მომწოდებელი კომპანია.

დეველოპერული კომპანია ,,სვეტი“ ორიენტირებულია ქართველ მომხმარებელს ევროპული ხარისხის მომსახურება და ევროპული სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსები შესთავაზოს. სწორედ ამიტომ, აღნიშნული აღიარება კიდევ უფრო დიდი სტიმული იქნება ჩვენი კომპანიისთვის სამომავლო განვითარების გზაზე.

© სვეტი 2016. ყველა უფლება დაცულია.

ვ.ბალხამიშვილი