სიახლეები

თარიღი :2016-06-24

ბათუმში სვეტის ოლიმპიური ქალაქის გახსნა



მიმდინარე წლის 28 მაისს, ქალაქ ბათუმში , ,,სვეტის“ ოლიმპიური ქალაქის მშენებლობის დაწყების საზეიმო გახსნის პარალელურად, დეველოპერულ კომპანია ,,სვეტსა“ და საქარართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის გაფორმებული გენერალური სპონსორობის ხელშკრულების ფარგლებში, ჩვენმა კომპანიამ სეოკ-ს ბათუმის ყოფილი ჭადრაკის სასახლე საჩუქრად გადასცა. 2600 კვ.მ ფართის მქონე შენობაშისაერთაშორისო სტუმრებისა და დელეგაციებისთვის განკუთვნილი 20 ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმრო და სპორტული მოედანი კომპანია ,,სვეტის“ დაფინანსებით მოეწყობა.

ამავე ტერიტორიაზე ჩვენი კომპანია ,, სვეტის“ ოლიმპიური ქალაქის მშენებლობას იწყებს. კომპლექსში შედის აპარტოტელის ტიპის პრემიუმ კლასის 5 კორპუსი, საკუთარი ბულვარი და გამწვანებული სანაპირო ზოლი, სხვა განვითარებული საზღვაო ქალაქების მსგავსად ,,მარინა ბათუმის“ კონცეფცია ზღვაში განთავსებული ხელოვნური კუნძულებითა და გასართობი ობიექტებით, შენარჩუნებული იქნება მრავლწლოვანი იშვიათი ჯიშის აკაციების ხეივანი, რომლებიც აღნიშნულ კომპლექსში უნიკალურ მიკროკლიმატს შექმნიან.

კომპანია ,,სვეტი“ წარმატებული ქართველი სპორტსმენებისთვის მოტივაციის ამაღლების მიზნით, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის ოქროს მედალოსნებს საცხოვრებელ ბინებს სწორედ ბათუმის,,სვეტის“ ოლიმპიურ ქალაქში გადასცემს. სამმა წარმატებულმა სპორტსმენმა აჭარიდან, რომელთაც შეძლეს მოიპოვებინათ რიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის ლიცენზია, უკვე მიიღეს საჩუქრად ბინები აღნიშნულ კომპლექსში.

გასული ოლიმპიადების მონაწილე ყველა ქართველი ლიცენზიანტი სპორტსმენისთვის კი ჩვენმა კომპანიამ სპეციალური პირობა შექმნა: ,,სვეტის“ ოლიმპიურ ქალაქში ბინების შეძენის შემთხვევაში მათთვის მოქმედებს 15 წლიანი შიდა უპროცენტო განვადება და პირველადი შენატანი მხოლოდ 15%-ით იქნება.

© სვეტი 2016. ყველა უფლება დაცულია.

ვ.ბალხამიშვილი