სიახლეები

თარიღი :2016-06-24

დეველოპერული კომპანია ,,სვეტი“ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპონსორი გახდა



დეველოპერული კომპანია ,,სვეტი“ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური სპონსორი და ეროვნული ნაკრების საპატიო წევრი გახდა. “სეოკ“-თან გაფორმებული ხელშკრულება ქართული სპორტის სხვადასხვა სახეობებსა და როგორც დამწყები, ასევე წარმატებული სპორტსმენებისთვის უკეთესი პირობების შექმნას და ამ გზით, მათი სპორტული მიღწევების კიდევ წახალისებას ითვალისწინებს.

სპონსორობის ხელშკრულება საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში გაფორმდა და გრძელვადიან თანამშრომლობასა და რიო-დე -ჟანეიროს ოლიმპიური თამაშებისთვის ქართველი სპორტსმენების მოზადებას ითვალისწინებს.

© სვეტი 2016. ყველა უფლება დაცულია.

ვ.ბალხამიშვილი