სიახლეები

თარიღი :2016-06-22

10 წლიანი შიდა უპროცენტო განვადების გამოცხადება და სპეციალური შეთავაზება ემიგრანტებისთვის



დეველოპერული კომპანია ,,სვეტი“ არის პირველი კომპანია ქართულ სამშენებლო ბაზარზე, რომელმაც ქართველი მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინებით, მათთვის უპრეცედენტო პირობა და სრულიად ახალი პროდუქტი შექმნა: შიდა უპროცენტო გრძელვადიანი განვადება მინიმალური თანამონაწილობით.

გასული წლის დეკემბრის ბოლოს კომპანია ,,სვეტმა“ საკუთარი შეთავაზება კიდევ უფრო გააუმჯობესა და შიდა უპროცენტო განვადების საწყისი ვადა 7 წლიდან 10 წლამდე გაზარდა.

ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, მშენებლობის ინოვაციური ტექნოლოგიების, ევროპული სტანდარტისა და ქართველი მომხმარებლებზე მაქსიმალურად მორგებული შეთავაზებების შექმნით, ადგილობრივი სამშენებლო ბიზნესი თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანოს და მსგავსი ინოვაციების, კერძოდ ხანგრძლივი უპროცენტო და მოხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტების დანერგვის გზით მაქსიმალურად მარტივი და ხელმისაწვდომი გახადოს ნებისმიერი მსურველისთვის ,,სვეტში“ ქალაქებში ბინების შეძენა.

ჩვენი კომპანია იყო პირველი , რომელმაც შიდა უპროცენტო განვადების პარალელურად ქართველ ემიგრანტებს უპრეცედენტო პირობა შესთავაზა: 10% პირველადი შენატანი და 7 წლიანი შიდა უპროცენტო განვადება, რითაც შექმნა ხელსაყრელი გარემო ქართველი ემიგრანტებისათვის, უძრავი ქონებების შეძენისა და საკუთარ სახლებში მათი დაბრუნების დაჩქარებისთვის.

© სვეტი 2016. ყველა უფლება დაცულია.

ვ.ბალხამიშვილი