ის რაც ყველას აინტერესებს

რას გულისხმობს შიდა უპროცენტო განვადება?

შიდა უპროცენტო განვადებით ბინის შეძენისას, დეველოპერული კომპანია ,,სვეტსა“ და ბინის მომავალ მესაკუთრეს შორის განვადების ხელშეკრულება ფორმდება ბანკთან ან სხვა რაიმე ფინანსურ ორგანიზაციასთან სასესხო ხელშკრულების გაფორმების გარეშე და ბინის სრულ ღირებულებას, განვადების ვადის მიუხედავად არ ემატება არანაირი დამატებითი პროცენტი.

რა სტანდარტული პირობა მოქმედებს „სვეტის“ ნებისმიერ ქალაქში ბინის შეძენისას?

დეველოპერული კომპანია ,,სვეტის“ ნებისმიერ ქალაქში ბინის შეძენისას, პირველადი შენატანი ბინის სრული ღირებულების 20% შეადგენს და დარჩენილ თანხაზე მოქმედებს 10 წლიანი შიდა უპროცენტო განვადება.

რა სპეციალური პირობა მოქმედებს ბინის შეძენის მსურველი ემიგრანტებისთვის?

დეველოპერული კომპანია ,,სვეტის“ ნებისმიერ ქალაქში ბინის შეძენის მსურველი ემიგრანტებისთვის მოქმედებს სპეციალური პირობა: პირველადი შენატანი ბინის სრული ღირებულების 10% და 7 წლიანი შიდა უპროცენტო განვადება.

ვინ შეიძლება ისარგებლოს ემიგრანტის პირობით?

დეველოპერულ კომპანია ,,სვეტში“ ბინა ემიგრანტის პირობით შეუძლია შეიძინოს საქართველოს ნებისმიერმა სრულწლოვანმა მოქალაქემ, რომელიც ცხოვრობს ან/და მუშაობს საზღვარგარეთ, ასევე ნებისმიერმა სხვა პირმა, რომელიც წარსულში იყო საქართველოს მოქალაქე ან ამჟამად აქვს ორმაგი მოქალაქეობა.

მოქმედებს თუ არა რაიმე სახის ფასდაკლება ბინის ერთიანი გადახდის პირობით შეძენის შემთხვევაში?

დიახ, მოქმედებს.


სრული ჩამონათვალის ნახვა

© სვეტი 2016. ყველა უფლება დაცულია.

ვ.ბალხამიშვილი