FAQ

ის რაც ყველას აინტერესებს

რას გულისხმობს შიდა უპროცენტო განვადება?

შიდა უპროცენტო განვადებით ბინის შეძენისას, დეველოპერული კომპანია ,,სვეტსა“ და ბინის მომავალ მესაკუთრეს შორის განვადების ხელშეკრულება ფორმდება ბანკთან ან სხვა რაიმე ფინანსურ ორგანიზაციასთან სასესხო ხელშკრულების გაფორმების გარეშე და ბინის სრულ ღირებულებას, განვადების ვადის მიუხედავად არ ემატება არანაირი დამატებითი პროცენტი.

რა სტანდარტული პირობა მოქმედებს „სვეტის“ ნებისმიერ ქალაქში ბინის შეძენისას?

დეველოპერული კომპანია ,,სვეტის“ ნებისმიერ ქალაქში ბინის შეძენისას, პირველადი შენატანი ბინის სრული ღირებულების 20% შეადგენს და დარჩენილ თანხაზე მოქმედებს 10 წლიანი შიდა უპროცენტო განვადება.

რა სპეციალური პირობა მოქმედებს ბინის შეძენის მსურველი ემიგრანტებისთვის?

დეველოპერული კომპანია ,,სვეტის“ ნებისმიერ ქალაქში ბინის შეძენის მსურველი ემიგრანტებისთვის მოქმედებს სპეციალური პირობა: პირველადი შენატანი ბინის სრული ღირებულების 10% და 7 წლიანი შიდა უპროცენტო განვადება.

ვინ შეიძლება ისარგებლოს ემიგრანტის პირობით?

დეველოპერულ კომპანია ,,სვეტში“ ბინა ემიგრანტის პირობით შეუძლია შეიძინოს საქართველოს ნებისმიერმა სრულწლოვანმა მოქალაქემ, რომელიც ცხოვრობს ან/და მუშაობს საზღვარგარეთ, ასევე ნებისმიერმა სხვა პირმა, რომელიც წარსულში იყო საქართველოს მოქალაქე ან ამჟამად აქვს ორმაგი მოქალაქეობა.

მოქმედებს თუ არა რაიმე სახის ფასდაკლება ბინის ერთიანი გადახდის პირობით შეძენის შემთხვევაში?

დიახ, მოქმედებს.

რა საბუთების წარმოდგენაა საჭირო ემიგრანტობის დასადასტურებლად?

საქართველოში მინიმუმ ბოლო 6 თვის განმავლობაში გზავნილები ან/და უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტი/ ბინადრობის მოწმობა.

რომელ ქალაქებში აშენებს დეველოპერული კომპანია ,,სვეტი“ საცხოვრებელი კომპლექსებს?

დეველოპერული კომპანია ,,სვეტი“ აშენებს საცხოვრებელ კომპლექსებს თბილისსა და ბათუმში.

რომელ უბნებში მიმდინარეობს საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა თბილისში?

ამჯამად თბილისში მშენებლობა მიმდინარეობს სამ უბანში: ნაძალადევში, დიდუბეში და საბურთალოზე.

აქვს თუ არა დეველოპერულ კომპანია „სვეტს“ დასრულებული საცხოვრებელი ობიექტი?

არა, ყველა ობიექტი მშენებარეა, გამომდინარე იქედან რომ ჩვენი კომპანია სულ ერთი წელია დაარსდა.

რა მდგომარეობაში ხდება დასრულებულ კომპლექსებში ბინის ჩაბარება?

თბილისში სამივე სვეტის ქალაქში და ბათუმის ოლიმპიურ ქალაქში ბინები ბარდება ე.წ. „თეთრი კარკასის“ მდომარეობაში. გამონაკლისია „წერეთლის კოშკი“ სადაც ბინები ბარდება არა მარტო „თეთრი კარკასის“ , არამედ ,,შავი კარკასის“ მდგომარეობაშიც.

რას შედის „თეთრი კარკასში“?

თეთრი კარკასის ჩაბარების პირობები:
• რკინის ცენტრალური კარი;
• შიდა ტიხრები სურვილისამებრ;
• ევროპული ხარისხის მეტალო-პლასტმასის გარე ფანჯრები;
• იატაკი:პემზის შრე + მოჭიმული იატაკი;
• ჭერი - თაბაშირ მუყაოთი მოჭიმული;
• შიდა კომუნიკაციები მიერთებული ქსელთან;
• ცივი და ცხელი წყლის სისტემები გაყვანილი;
• გამათბობელი სისტემა: მილები გაყვანილი;
• საკანალიზაციო შიდა მილგაყვანილობა მოწყობილი;
• მთავარი ელექტრო-გამანაწილებელი ფარი;
• შიდა ელექტრო გაყვანილობა, საშუალოდ 4-6 წერტილი ოთახში.
• შიდა კედლების შელესვა ხდება თანამედროვე, მექანიზირებული წესით, ე.წ. იზო-გიფსით, ანუ თაბაშირის ბათქაშით, რომელიც არ იკეთებს ბზარს მისი ელასტიური ბუნების ხარჯზე, არ იკარებს ნესტსა და წყალს, ინახავს რემონტს ჩვეულებრივზე ორჯერ მეტი ვადით. ამავდროულად Knauf-ის გერმანული მასალებით აწყობილ ამ კედელს აქვს თბოიზოლაციის და ხმის იზოლაციის ფუნქცია.

რა საბუთებია საჭირო „სვეტის“ რომელიმე მშენებარე კომპლექსში ბინის შესაძენად?

საჭიროა მხოლოდ პირადობის მოწმობა.

რა საბუთების წარმოდგენაა საჭირო ემიგრანტობის დასადასტურებლად?

საქართველოში მინიმუმ ბოლო 6 თვის განმავლობაში გზავნილები ან/და უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტი/ბინადრობის მოწმობა.

რა დამატებითი საბუთები უნდა წარმოადგინოს უცხო ქვეყნის მოქალაქემ (არარეზიდენტმა) ბინის შესაძენად?

იმ შემთხვევაში თუ ბინას იძენს უცხო ქვეყნის მოქალაქე (არარეზიდენტი) ბინის შესაძენად და ხელშკრულების გასაფორმებლად საჭიროა მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტი.

საჭიროა თუ არა საბანკო ამონაწერი, ცნობა სამუშაო ადგილიდან შემოსავლის დასადასტურებლად?

არა.

ახდენს თუ არა რომელიმე ბანკში ნეგატიური გადამხდელის სტატუსი ან ე.წ. ,,შავ სიაში“ ყოფნა უარყოფით გავლენას ბინის შეძენისას?

არ მოქმედებს.

საჭიროა თუ არა ბანკში სასესხო ხელშეკრულების გაფორმება ბინის შესაძენად?

არა, დეველოპერული კომპანია „სვეტი“ ბინის შეძენის მსურველებს სთავაზობს შიდა უპროცენტო განვადებას, რაც ავტომატურად გამორიცხავს ბანკის ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის თანამონაწილეობას.

სად და როგორ ხდება ბინის შეძენისას ხელშკრულების გაფორმება?

წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება ფორმდება დეველოპერული კოპმანია „სვეტი“-ს სათაო ოფისში, ხოლო შემდგომ რეგისტრირდება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში - იუსტიციის სახლში.

რას გულისხმობს წინარე ნასყიდობა?

წინარე ნასყიდობაში გულისხმობს დეველოპერულ კომპანია „სვეტსა“ და მყიდველს შორის გარიგებას, რომლის საფუძველზე ეს უკანასკნელი საჯარო რეესტრის ამონაწერში აისახება, როგორც ბინის მომავალი მესაკუთრე.

როდის ხდება მყიდველი ბინის საბოლოო მესაკუთრე?

საკუთრების ინდივიდუალიზაცია და ბინის ინდივიდუალურ ფართად რეგისტრაცია ხდება დეველოპერულ კომპანია ,,სვეტსა“ და ბინის მომავალ მესაკუთრეს შორის გაფორმებული მიღება - ჩაბარების აქტის საფუძველზე, ბინის საფასურის სრულად დაფარვის შემდგომ.

რამდენი დღე არის საჭირო ხელშკრულების გასაფორმებლად?

ერთი.

შეიძლება თუ არა ხელშეკრულება გააფორმოს მინდობილმა პირმა?

დიახ, შეიძლება ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე.

რა ვალუტაში ხდება ხელშკრულების გაფორმება?

ხელშკრულების გაფორმება, ასევე პირველადი შენატანისა და გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური შენატანის ოდენობა ანგარიშდება აშშ დოლარში.

რა ვალუტაში ხდება პერველადი შენატანისა და ყოველთვიური შენატანის შეტანა?

დეველოპერული კომპანია ,,სვეტის“ საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანა ხდება ეროვნულ ვალუტაში, შეტანის დღეს დაფიქსირებული ეროვნული ბანკის კურსის გათვალისწინებით.

დაზღვეულია თუ არა დეველოპერული კომპანია ,,სვეტის“ მშენებარე ბინები?

ამჯამად სრულად არის დაზღვეული „სვეტის ქალაქი-2“ და ეტაპობრივად მიმდინარეობს ,,სვეტის“ სხვა მშენებარე ქალაქების დაზღვევა.

© სვეტი 2016. ყველა უფლება დაცულია.

ვ.ბალხამიშვილი