ჩვენ შესახებ

კომპანიის შესახებ

დეველოპერული კომპანია '' სვეტი '' ქართულ ბაზარზე 2015 წლის 12 ივნისიდან ოპერირებს. ამ მოკლე დროის მიუხედავად სვეტმა შეძლო სამშენებლო ბიზნეს სფეროში მოეპოვებინა ყველაზე სანდო და მაღალი სტანდარტების მქონე დეველოპერული კომპანიის სახელი . ამავდროულად სვეტი პირველია საქართველოს სამშენებლო ბაზარზე ,რომელმაც ბინის შეძენის მსურველებს 10 წლიანი შიდა უპროცენტო განვადება შესთავაზა.

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია-2 რჩევითა და დეველოპერული კომპანია „სვეტის“ ინიციატივით, მოხდა უპრეცენდენტო შეთავაზება ბინის შეძენის მსურველი ქართველი ემიგრანტებისათვის, რომელიც ითვალისწინებს მათთვის 10% თანამონაწილეობას (პირველად შემონატანს) და ყველა სვეტის ქალაქში მოქმედებს.

დეველოპერულმა კომპანია „სვეტმა“ დაარსების დღიდან გაითავისა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და განახორციელა არაერთი საქველმოქმედო აქტივობა. მათ შორის, ყველაზე უპრეცენდენტო აქცია სუხიშვილების ძველი და ახალი თაობის მოცეკვავეებისთვის '' სვეტის ქალაქში '' ბინების გადაცემა იყო, რის შემდეგაც კომპანიამ საქართველოს ნაციონალურ ბალეტთან თანამშრომლობა მთავარი წარმდგენის ამპლუაში განაგრძო.

2016 წლის 20 აპრილს კი დეველოპერული კომპანია '' სვეტი '' საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის გენერალური სპონსორი გახდა.

ევროპის ბიზნეს ასამბლეის მიერ, დეველოპერული კომპანია ''სვეტი'' დაჯილდოვდა, როგორც საუკეთესო პროდუქტების, ტექნოლოგიებისა და სერვისების მიმწოდებელი კომპანია. 2016 წლის 23 მარტს, ევროპის ბიზნეს ასამბლეის ფორუმზე, რომელიც გაიმართა ლონდონში კომპანიას გადაეცა ლიცენზია, ხარისხის სტანდარტის სიგელი და ევროპის ბიზნეს ასამბლეის საერთაშორისო დროშა, როგორც ლიცენზირებულ წევრს. კომპანიის შესახებ

© სვეტი 2016. ყველა უფლება დაცულია.

ვ.ბალხამიშვილი