მიმდინარე წლის 28 მაისს, ქალაქ ბათუმში , ,,სვეტის“ ოლიმპიური ქალაქის მშენებლობის დაწყების საზეიმო გახსნის პარალელურად, დეველოპერულ კომპანია ,,სვეტსა“ და საქარართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის გაფორმებული გენერალური სპონსორობის ხელშკრულების ფარგლებში, ჩვენმა კომპანიამ სეოკ-ს ბათუმის ყოფილი ჭადრაკის სასახლე საჩუქრად გადასცა. 2600 კვ.მ ფართის მქონე შენობაშისაერთაშორისო სტუმრებისა და დელეგაციებისთვის განკუთვნილი 20 ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმრო და სპორტული მოედანი კომპანია ,,სვეტის“ დაფინანსებით მოეწყობა.

ამავე ტერიტორიაზე ჩვენი კომპანია ,, სვეტის“ ოლიმპიური ქალაქის მშენებლობას იწყებს. კომპლექსში შედის აპარტოტელის ტიპის პრემიუმ კლასის 5 კორპუსი, საკუთარი ბულვარი და გამწვანებული სანაპირო ზოლი, სხვა განვითარებული საზღვაო ქალაქების მსგავსად ,,მარინა ბათუმის“ კონცეფცია ზღვაში განთავსებული ხელოვნური კუნძულებითა და გასართობი ობიექტებით, შენარჩუნებული იქნება მრავლწლოვანი იშვიათი ჯიშის აკაციების ხეივანი, რომლებიც აღნიშნულ კომპლექსში უნიკალურ მიკროკლიმატს შექმნიან.

კომპანია ,,სვეტი“ წარმატებული ქართველი სპორტსმენებისთვის მოტივაციის ამაღლების მიზნით, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის ოქროს მედალოსნებს საცხოვრებელ ბინებს სწორედ ბათუმის,,სვეტის“ ოლიმპიურ ქალაქში გადასცემს. სამმა წარმატებულმა სპორტსმენმა აჭარიდან, რომელთაც შეძლეს მოიპოვებინათ რიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის ლიცენზია, უკვე მიიღეს საჩუქრად ბინები აღნიშნულ კომპლექსში.

გასული ოლიმპიადების მონაწილე ყველა ქართველი ლიცენზიანტი სპორტსმენისთვის კი ჩვენმა კომპანიამ სპეციალური პირობა შექმნა: ,,სვეტის“ ოლიმპიურ ქალაქში ბინების შეძენის შემთხვევაში მათთვის მოქმედებს 15 წლიანი შიდა უპროცენტო განვადება და პირველადი შენატანი მხოლოდ 15%-ით იქნება.

სვეტი

დეველოპერული
კომპანია

ოფისები

07:13 pm
ფოთის ქუჩა :   დაკეტილია
ნუცუბიძე :   დაკეტილია
მირცხულავა :   დაკეტილია
სამუშაო საათები :   10:00AM - 19:00PM
სამუშაო დღეები :   ორშ - შაბ

სხვა სიახლეები

10 წლიანი შიდა უპროცენტო განვადების გამოცხადება და სპეციალური შეთავაზება ემიგრანტებისთვის 2016-06-22
დეველოპერული კომპანია ,,სვეტი“ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპონსორი გახდა 2016-06-24
ბათუმში სვეტის ოლიმპიური ქალაქის გახსნა 2016-06-24
დეველოპერული კომპანია ,,სვეტის“ პირველი საერთაშორისო აღიარება- EBA Award 2016-06-24
„სვეტის ქალაქი 2“ სრულად დაზღვეულია. 2016-10-15

სვეტი

  • თბილისი, ფოთის ქ. #14

  • 591 34 88 44

  • თბილისი, გ. ჭყონდიდელის ქ. #45

  • 591 24 88 44

  • ბათუმი, შ. რუსთაველი ქ. # 22

  • 591 63 00 00

  • (098)-765-4321

Success/Error Message Goes Here

მოგვწერეთ

ჩვენი ოპერატორი მუშაობს 24 საათის განმავლობაშ.

აირჩიეთ ენა